ოთახშორისი კარი

ოთახშორისი კარი სიმყუდროვის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია. მასიური ხისაგან დამზადებული კარი ეკოლოგიურია, რადგან ხე თვით ბუნების ნაწილია. მის ერთადერთ ნაკლოვანებად შეიძლება ჩაითვალოს შედარებით  მაღალი ფასი, რაც მრავალგზის ანაზღაურდება სხვა ღირსებებით, როგორიცაა: გამძლეობა, სინატიფე, ნებისმიერ ინტერიერთან შეხამება და ა.შ. წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიები, ეკოლოგიურად სუფთა, მცენარეულ ბაზაზე დამზადებული ლაქ-საღებავები ერთი ორად ზრდის პროდუქციის დადებით მხარეებს.